ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი კანდიდატის ალხაზ კვიცინიას საკასაციო საჩივარი, ანულირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკანონოდ სცნო. ამ გადწყვეტილებით ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
ალხაზ კვიცინიას საკასაციო საჩივრის განხილვის პარალელურად ორი დღეა აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან 9 იანვარს დაიწყეს და შენობის ბლოკირება მოახდინეს.