ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენას იწყებს.
ფრენა 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
პირველი ფრენა 31 მარტს ჟენევაში იქნება. ავიაკომპანია კვირაში ორჯერ იფრენს. პირველი აპრილიდან დაიწყება ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტების მიმართულებით ასევე კვირაში ორჯერ.