მედიებს ძალადობის კერებიდან ჟურნალისტები გამოჰყავთ - განახლებადი

პუბლიკა

მედიებს ძალადობის კერებიდან ჟურნალისტები გამოჰყავთ, ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებენ.

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიუხედავად დიდი საჯარო ინტერესისა,  ძალადობის კერებიდან  გადამღები ჯგუფები გამოჰყავს.

იგივეს აცხადებენ „პალიტრანიუსში”. „სანამ დაძაბულობაა, არ აღდგება წესრიგი მთავარ გამზირზე, ჩვენი ჟურნალისტები განვარიდეთ მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენი ჟურნალისტები არიან დაშავებულები, რამდენიმე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – აცხადებენ ტელევიზიაში.

ძალადობრივი ჯგუფების ლოკაციის ადგილებიდან გადამღები ჯგუფების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“.

„რუსთავი 2-მა“ კი გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომ ტელევიზია აღარ აპირებს ძალადობრივ ჯგუფებს საეთერო დრო დაუთმოს.

ინფორმაცია ახლდება.