Edison Research: „ოცნება“ - 32%, „ერთიანობა“ - 20%, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 11.9%

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგ შედეგებს ასაჯაროებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 32%
  • „ერთიანობა”: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
  • „კოალიცია ცვლილებისთვის”: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.9%
  • „გახარია – საქართველოსთვის” – 11.9%
  • „ძლიერი საქართველო”: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.9%
  • „ლეიბორისტული პარტია” – 5%
  • „გირჩი” (იაგო ხვიჩია) – 4.7%
  • „პატრიოტთა ალიანსი”/„ალტ ინფო” – 3.6%
  • „ჩვენ” – დავით ქაცარავა – 0.7%
  • სხვა პარტიები – 0.3%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.

ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.