Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პუბლიკა

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია – ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიღებული ხმები 18:00 საათის მონაცემებით ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება” – 40,9;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 16,7;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის” – 16,7;
  • „ძლიერი საქართველო” – 10,3;
  • „გახარია – საქართველოსთვის” – 8,2;
  • „გირჩი” – 2,3;
  • „პატრიოტთა ალიანსი” – 2;
  • „ლეიბორისტული პარტია” – 2.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.