მოსახლეობის 50% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას, ხოლო NATO-ში – 83% – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, „როგორია თქვენი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ 2023 წლის შემოდგომაზე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, პასუხები ასე ნაწილდება:
- მიიღებს – 50%
- არ მიიღებს – 50%
ამავე კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება 10%, მხარს უჭერს – 90%.
შეკითხვაზე, „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში“, პასუხები ასე გადანაწილდა:
- მხარს ვუჭერ – 83%
- ვეწინააღმდეგები – 17%
„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.