Edison Research-ის კვლევით, „ოცნებას“ საქართველოს მასშტაბით 46% აქვს

პუბლიკა

„ფორმულას“ ეგზიტპოლით, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია „Edison Research“-მა ჩაატარა, საქართველოში პარტიებს შორის,  18:00-ის მონაცემით, ხმები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 46%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 33%
  • „საქართველოსთვის“ – 6%
  • „ევროპული საქართველო“ – 2%
  • „გირჩი“ – 2%
  • „ლელო“ – 2%
  • „მესამე ძალა“ – 1%
  • „ხალხისთვის“ – 1%
  • „გირჩი“ – 1%
  • „ლეიბორისტები“ – 1%
  • „პატრიოტები“- 1%
  • „მოქალაქეები“ – 1%

საქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 14 640 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2% ქვეყანის მასშტაბით.


მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი.

თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.