Edison Research: მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

პუბლიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის, ხოლო 43% ამის წინააღმდეგია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.