Edison Research: მოსახლეობის 64% პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლს ნეგატიურად აფასებს

პუბლიკა

Edison Research-ის კვლევით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში პოზიტიურად 36%, ნეგატიურად კი – 64% აფასებს.

მსგავსია განწყობა ზოგადად „ქართული ოცნების“ მიმართ. გამოკითხულთა 62% პარტიას ნეგატიურად აფასებს, 38% კი პოზიტიურად.

პოზიტიური განწყობა კვლევის მიხედვით ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აქვთ, მათ გამოკითხულთა 41% აფასებს დადებითად, 59% კი უარყოფითად. „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლეიბორისტული პარტია“ მოსდევს, რომელსაც მოსახლეობის 40% აფასებს პოზიტიურად, 60% კი ნეგატიურად. „ევროპულ საქართველოს“ ნეგატიურად 63% აფასებს, პოზიტიურად კი – 37%.

ასევე, მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ასე პასუხობს გამოკითხულთა – 77%, 23% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩნენ. კლვევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო შესაძლო ცდომილება ±2.2%-ია