Edison Research: მოსახლეობის 68%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არ არის

პუბლიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული “გამჭვირვალობის კანონი?” – 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

  • 18-24 წლის მოსახლეობა – 82% ამბობს, რომ არ არის საჭირო;
  • 24-34 – 74% აცხადებს, რომ არ არის საჭირო;
  • 35-44 – 71%-სთვის არ არის საჭირო;
  • 45-54 – 66%-სთვის არ არის საჭირო;
  • 55-64 – 62% ამბობს, რომ არ არის საჭირო;
  • 65+ – 57% ამბობს, რომ არ არის საჭირო;

გარდა ამისა, კითხვაზე, თქვენი აზრით, რუსული კანონი, უფრო სავარაუდოა, რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, ხოლო 31%-ს აზრით დაიცავს, საქართველოს გარე გავლენისგან.

ასევე, 65% მიიჩნევს, რომ რუსული კანონი NGO-ების და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას ემსახურება

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.