ეგზიტპოლის ცდომილებიდან გამომდინარე, თბილისში შესაძლებელია II ტური - კობახიძე

პუბლიკა

„[თბილისში მეორე ტური] არის შესაძლებელი გამომდინარე ცდომილებიდან, რომელიც აქვს ეგზიტპოლს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თანმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა შეკითხვაზე: Edison Research-ის ეგზიტპოლი, ამბობს, რომ თბილისში არის მეორე ტური, ნაადრევად ხომ არ იზეიმეთ?.

„შედეგი, რომელიც იყო გამოცხადებული, ეგზიტპოლის შედეგი იყო 51.3% [GORBI], რაც ორ რამეზე მიანიშნებს. ერთი, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში. რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას, შესაძლებელია ასეც და ისეც. უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და ამის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი. დღესვე იქნება ეს ცნობილი, შეიძლება, უახლოეს ორ საათში. ეს არის შესაძლებელი გამომდინარე ცდომილებიდან, რომელიც აქვს ეგზიტპოლს.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო შედეგები, რაც იქნა გამოცხადებული ტელეკომპანია „იმედის” და კომპანია GORBI-ის მიერ…

ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები რეგიონებიდან – შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში, დაახლოებით 80%-ში, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ, სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს საჭირო მეორე ტური, თუმცა წინასწარი მონაცემები ისეთია, რომ მეორე ტურში არცერთ მათგანს არ გაუჭირდება მოგება. ანუ ძალიან მაღალი ალბათობით, 64-ივე მერი იქნება „ქართული ოცნების” წარმომადგენელი”, – ამბობს კობახიძე.