პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრობაზე უარს ამბობს და პარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარეს წერილით მიმართავს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში შექმნილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებიდან ერთ-ერთია.
ეკა ბესელიასთან ერთად ამ დელეგაციის სათადარიგო წევრია ენძელა მაჭავარიანი, დელეგაციის ძირითადი წევრები კი – ადა მარშანია და დიმიტრი ხუნდაძე.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია შარშან საქართველოში უნდა გამართულიყო.
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღის წესრიგით, პირველ საკითხად საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობის მიმოხილვა იყო განსაზღვრული, თუმცა სესია ჩაიშალა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სერგეი გავრილოვის ჩაჯდომა და მის მიერ რუსულ ენაზე სესიის წაყვანა გააპროტესტა.
ფაქტს საზოგადოების პროტესტიც მოჰყვა. 20 ივნისს პარლამენტის წინ ოკუპაციის გასაპროტესტებლად ათასობის ადამიანი შეიკრიბა. ოკუპაციასთან ერთად, მოქალაქეები საქართველოში გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის რუსულ ენაზე წაყვანას აპროტესტებდნენ. 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ აქციის დაშლა ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაიწყო.