ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

პუბლიკა

პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მცხეთაში ბრიფინგზე განაცხადა. ბესელიას პარტიამ „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო კამპანია მცხეთიდან დაიწყო.

ბესელიას თქმით, მისი გუნდის მთავარი იდეაა „სამართლიანობა ყველასთავის და ყველაფერში”.

„მთავარი იდეა, რის გამოც ჩვენ ყველა ერთად ვართ შეკრებილები და რისთვისაც, დარმწუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ პროცესს, არის სამართლიანობა. ეს არის უდიდესი იდეა, რომლისთვისაც ალბათ ყველაფერი ღირს. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში, ეს არის მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ ძალიან ბევრი ადამიანი. ამ რეგიონს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ყველაფერ იმისადმი, რაც უკავშირდება უსამართლობას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდარი შალვა კერესელიძეა.