ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაცია მის შეშვებას აყოვნებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ხერხეულიძე იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების შემდეგ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა. მას უნდა გაეგო, რა პოზიცია აქვს სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

ეკა ხერხეულიძე ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის წინ შევიდა, თუმცა მალევე გამობრუნდა უკან და თქვა, რომ ადმინისტრაცია აყოვნებს მის შეშვებას, როცა აქვს საბუთიც და პსრ-ის ტესტის პასუხიც.

„ალიან ცუდად იქცევა ადმინისტრაცია, რომ აყოვნებს ჩემს შეშვებას. ამიტომ ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, ნუ შეაფერხებენ ჩემს იქ შესვლას. რაც მალე შევალ, მე მით მალე გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გადაყვანასთან დაკავშირებით“, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

 


იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

„სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთავაზობთ, რომ გადაყვანილ იქნას გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ ექიმების მუშაობას. ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.