პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
„ჩემ შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გონება დაკარგა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ექიმები ინფორმირებულები არიან და მუშაობენ. ხვალ დილით ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რამ განაპირობა ეს, “- თქვა მან.
ეკა ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ ეს უკვე მერამდენე გონების კარგვის ეპიზოდია, რაც ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი.