ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და დაწერა, რომ „მედიასაქმიანობის” გაგრძელებას ფიქრობს.

„ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე. ვფიქრობ, ორ წელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით. ახლა ცოტას დავისვენებ, ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედიასაქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსითა და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის. სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი”, – წერს ხოფერია facebook-ზე.


ეკა ხოფერია აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრად 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა.