ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ეკატერინე ტიკარაძე შეუერთდა. რექტორის მოადგილის რანგში ის უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.