მას შემდეგ, რაც რუსეთში რადიო „ეხო მასკვის“ მაუწყებლობა გაუთიშეს და ვებსაიტი დაუბლოკეს, „ეხო მასკვის“ ხელმძღვანელობამ თავად მიიღო რადიოსა და ვებსაიტის დახურვის გადაწყვეტილება. ამის შესახებ რადიოს მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა.
„ეხო მასკვისა“ და ტელეკომპანია „დოჟდს“ ვებსაიტები რუსეთის გენერალური პროკურატურის საფუძველზე როსკომნადზორმა დაუბლოკა. მიზეზი, უწყების განმარტებით, უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელება იყო.