„მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს”, – ამის შესახებ facebook-ზე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე წერს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშია დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.