სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ზიარების წესში ცვლილებები არ შევა და ეკლესიებს ეძლევათ რეკომენდაცია გაახმოვანონ წირვები, რათა მორწმუნეებმა შეძლონ ფიზიკური დისტანციის დაცვა.
“ცვლილება იქნება სასიკეთო, რეკომენდაცია გვექნება ეკლესიების [ეს თანხებთან არის დაკავშირებული], რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება იმისთვის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს და მორწმუნეებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინსიტროს რეკომენდაციები. მთავარი, რაც მინდა გითხრათ, ეს მე პირადად განვაცხადე სინოდზე და ყველას მინდა მოვუწოდო მრევლს და ყველა ადამიანს და გთავაზობთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება. ჩვენ გვეშინია იმის კი არა, რომ არ გადაგვედოს, არამედ იმის, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება დაინფიცირებული ვიყო, ვერავინ იტყვის. ჩვენ ვთავაზობთ ამ დევიზს და ვამბობთ, რომ ყველა რჩევას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით და ასეთი რეკომენდაცია არც არსებობს, ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ”.