ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება და აღდგენასაც გასცდა | თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

„ნამახვანი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენსაც გასცადა. ეს უკვე აბსოლუტური ზრდაა, რაც, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. ეს მომატებული მოხმარება ჩვენი ემოციაა, რომ ჩვენი საკუთარი ენერგიით იფარებოდეს და არა იმპორტირებულით. ჩვენი მიზანია, დიალოგის რეჟიმში შევძლოთ დარეგულირება“. – განაცხადა ნათია თურნავამ.