პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა ორთაჭალაში აშენდება.
მან ეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თუმცა არ განუმარტავს, რა თანხა გამოიყოფა პროექტისთვის, როდის დაიწყება პროექტი და ვინ ააშენებს შენობას.
„ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია, არ აქვს თავისი შენობა, რაც დიდი სირცხვილია. ბატონ ლევანთან [დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი] ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში. იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე სტანდარეტების შენობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, წელს დაიწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეაბილიტაციაც.