ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარმოვადგენთ - ჩიქოვანი

პუბლიკა

პარასკევს, 24 აპრილს საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება – ეს არის მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა; ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა.

როგორც მან აღნიშნა, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.