ფიშერი: კანცლერის განცხადება ეხებოდა გერმანიის სიტუაციას, თუმცა, მისი სიტყვები საყოველთაოა

პუბლიკა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის თქმით, მან გერმანიის ელჩის განცხადება X-ზე გააზიარა და წყარო მიუთითა, „კონტექსტის მოძიება კი ყველას შეუძლია”.

ასევე, მისივე თქმით:

„გერმანიის საელჩომ მედიის შეკითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“. 3. მჯერა, რომ კანცლერის სიტყვებს ეთანხმებით”.

კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ X-ზე გაკეთებული განცხადება პეტერ ფიშერმა 2 ივნისს გადააზიარა. შოლცი წერდა:

„ბოლო დღეებია პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. ჩვენ არ გვაქვს შემწყნარებლობა სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა არის ღირსეული. მათი ხმა ზუსტად უნდა იქნას გაგონილი”.

გერმანიის ელჩს არ მიუთითებია, ვის ეხებოდა კანცლერის განცხადება, რამაც ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილს დაუტოვა აღქმა, რომ ოლაფ შოლცის ეს განცხადება საქართველოში ბოლო  პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა.

მმართველი პარტიის წევრებმა პეტერ ფიშერის მიერ კანცლერის განცხადების გაზიარება „სპეკულაციად” შეაფასეს.