გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის, მათ შორის სტუდენტების მობილობის, კვლევებისა და საქართველო EU-ის პროგრამებში მონაწილეობის განახლება – ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება.
ქართველებმა, რომლებსაც გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ – განსაკუთრებით გერმანული სტიპენდიებით – იციან, ეს დანაკარგი.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება – ასევე, ეს ამ ეტაპზე არ ეხება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს”, – წერს პეტერ ფიშერი.
27 ნოემბერს ფიშერმა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი“.