,,ელემენტ კონსტრაქშენის“  CSR ამბები

პუბლიკა

ინდუსტრიული, სამოქალაქო, ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით მიმდინარე 20-ზე მეტი ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით – ,,ელემენტ კონსტრაქშენზე“ საინტერესო ამბების მოყოლა შეიძლება, თუმცა…

დღეს გვინდა სამშენებლო კომპანია მისი სერვისებისა და პროექტების მიღმაც გაგაცნოთ.  როგორია ღირებულებები და პრინციპები, რითაც ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ სამშენებლო სექტორისთვის ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში ხელმძღვანელობს?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და  COVID-19

პირველი ნაბიჯები, რომელიც თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისკენ იყო მიმართული,  ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისთანავე გადადგა. კომპანიაში ამოქმედდა შეზღუდვები, რაც შეხვედრებისა და გარე პირებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანაში გამოიხატებოდა. თანამშრომლებს ასევე დაურიგდათ სადეზინფექციო საშუალებებიც. ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ სათავო ოფისი მალევე სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

სამშენებლო კომპანიამ მხარი დაუჭირა #StopCoV ფონდს, სადაც აკუმულირებული თანხა,  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე ზრუნვა ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ დამოუკიდებლადაც განაგრძო.

ვითარება სამშენებლო მოედნებზე

საგანგებო მდგომარეობიდან გამოწვეულ მოთხოვნებს კომპანიამ სწრაფი რეაგირებით უპასუხა. სამუშაოები  სამთავრობო უწყებების მიერ სამშენებლო სექტორისთვის  გაცემული რეკომენდაციების ზუსტი დაცვით მიმდინარეობს, რაც მოიცავს მთელ ციკლს  მშენებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და მდგომარეობის სრული კონტროლისთვის. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მკაცრად იცავს თანამშრომელთა ტრანსპორტირების წესს, ყველა ობიექტი აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებითა და სიცხის საზომი აპარატებით,  ადგილზე  მოქმედებს შრომის უსაფრთხოების გეგმა და გამოყოფილია პასუხისმგებელი პირი.

რა უნდა ვიცოდეთ ელემენტ კონსტრაქშენზე?

სამშენებლო სექტორში 13 წლიანი ოპერირების  მანძილზე კომპანია არასდროს დაჯარიმებულა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

როგორ უზრუნველყოფს  ,,ელემენტ კონსტრაქშენი“  უსაფრთხო სამუშაო პირობების მაღალ სტანდარტს? კომპანიისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ამ მხრივ არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად აზიარებს. მის  სამშენებლო მოედნებს  ხშირად სტუმრობენ სტუდენტები. ტრენინგებს შრომის უსაფრთხოების თემაზე  მასპინძლობს კომპანიის სათავო ოფისიც. ამ გზით, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში შრომითი უსაფრთხოების მხრივ არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებაში.

მეტი ,,ელემენტ კონსტრაქშენზე”