ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

პარტია “დროას” ლიდერმა სანგაგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობას აცხადებს.

“მე გადავწყვიტე, რომ აქ პარლამენტში, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარეშემო არ მოიხსნება კითხვები.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის წყლის გარდა არაფერს მიიღებს. მისი თქმით, ის არ აპირებს დატოვოს პარლამენტის შენობა.

“ფორმალურად მათ ჩემი გაძევების უფლება არ აქვთ. მე ვიქნები აქ. არ მაინტერესებს როგორ მოიქცევა ქართული ოცნება. საშვი არ მჭირდება, მე საბუთი მაქვს, რომლითაც შემოვედი. ჩემი პროტესტის ფორმა მშვიდობიანია.” – განაცხადა ხოშტარიამ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.