ელენე ხოშტარია წერს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფება

პუბლიკა

მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება, ქალაქ ჰრებენეში.

„აქ მოწყობილია ლტოლვილების მიღების და განაწილების პუნქტი. რა გულისმომაკვდინებელი სურათია გაწამებული ქალების და ბავშვების თვალების ყურება ამაზე მერე დავწერ. ეხლა საქმეზე.

მოკლედ, აქ მოწყობილია დახმარების პუნქტები. საჭმელი არის სენვიჩები, სუპი, ძეხვი, ტკბილეული. ძალიან კარგი იქნებოდა გაგვეკეთებინა ქართული კუთხე მაგალითად ხაჭაპურით. საჭიროც არის და თან ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა ქართველებისგან.

გთხოვთ, ვიპოვოთ პოლონეთში მცხოვრები ქართველი მსურველები და ფინანსური რესურსის მობილიზებაში მეც დაგეხმარებით, “- წერს ის.