„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც 3 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს ექიმმა მოინახულა. მისი ექიმის, მაია ცანავას თქმით, ელენე ხოშტარია თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამყოფილებელია.
„ამ ეტაპზე ქალბატონი ელენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით, თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება.
იღებს სითხეს. მედიკამენტებს, ვიტამინებს და მსგავს რამეებს არ იღებს. დინამიკაში მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეიცვლება და შესაძლებელია დადგეს დამატებითი კვლევების და მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება“, – თქვა ხოშტარიას ექიმმა მისი მონახულების შემდეგ.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობს, მისი თქმით, არ იღებს ვიტამინებს და სხვა დანამატებს, სვამს მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას.