ელენე ნიჟარაძე ISFED-ის დირექტორი აღარაა – გამგეობის წევრი

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებს. ამ ინფორმაციას „ფორმულასთან” საუბრისას ISFED-ის გამგეობის წევრი თამარ სართანია ადასტურებს.

ხვალ, 25 დეკემბერს ISFED-ის ცენტრალურ ოფისში ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე საკითხების შესახებ გამგეობის წევრების პრესკონფერენცია იგეგმება. სართანიას თქმით, დანარჩენ შეკითხვებს ამ ფორმატში გასცემენ პასუხს.


„სამართლიანმა არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.