ელექტრონული სამაჯურები არსებობს და სხვა ფორმები - ზურაბიშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალება ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ „France 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში მან ახსენა სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმები.

„ეს საკითხი მაწუხებს და რამდენიმე რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად, თუმცა ზიანი ჩვენ მივიღეთ მთავრობის გადაწყვეტილებით. შეწყალება-არშეწყალება არ არის ის, რაც რეალურად ამ ზიანს შეცვლის. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უნდა მოუარონ, ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.