„ელიავას ბაზრობის“ დღეს არსებული ფორმით დარჩენა კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ელიავას ბაზრობის“ არსებული ფორმით დარჩენა, კატეგორიულად მიუღებელია. მისი განმარტებით, განაშენიანების გეგმის ფარგლებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდება.

„ერთი წლის წინ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ამ კონკრეტულ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი და შესაბამისად, გვინდა, რომ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს სიტუაციის გაჯანსაღება, გამოსწორდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც გარშემო მცხოვრებ ადამიანებსაც ძალიან აწუხებთ. განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსახურმა. მასში დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება. აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი და იმისთვის, რომ არ მოხდეს თემით სპეკულირება და მისი ბოროტად გამოყენება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ხელს არავის ვუშლით და არც საქმიანობას ვუზღუდავთ. გეგმის დამტკიცების შემდეგ, ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.