ელისაშვილი და იოსელიანი თალაკვაძესთან შეხვედრაზე პარლამენტში მივიდნენ

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართავენ შეხვედრას.

„მოქალაქეების“ წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთეს. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას მათი პარტია ინდივიდუალურად გააგრძელებს:

„გუშინვე ვთქვით, რომ ვაპირებთ, ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები – გავაგრძელოთ იმ 4 პუნქტზე, რომელიც არის მოლაპარაკების მაგიდაზე და მოვისმინოთ მათი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ჩიხში არის შესული მე-5 რაუნდი და ამიტომ, ჩვენ ჩვენთვითონვე ვაპირებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას და გარკვევას, თუ რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იოსელიანმა.