ელისაშვილი პაპუაშვილს: რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხა-ახალუხს?

პუბლიკა

მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა, მინდა პირველ რიგში თქვენ მოგმართოთ, შესაბამისად თუ მაცვია, და რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხას, ახალუხს, წუღა მესტებს და ჩექმას? – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

ალეკო ელისაშვილი პარლამენტის წინაშე ჩოხით წარსდგა. მან ეს გადაწყვეტილება გამოსვლის შესავალშივე ახსნა.

„ვინმეს ახირებული კაცი რომ არ ვეგონო, განვმარტავ, რომ ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში ან უნდა გეცვას საქმიანად, არ უნდა შემოსილი იყო ეროვნული სამოსით.

ორი დღის წინ, მეგონა, რომ საქმინაად მეცვა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარებ ტანსაცმელი დამიწუნა, და მითხრა, როგორ გაცვია, ასე არ შეიძლებაო. კიდევ კარგი, დარბაზიდან არ გამაგდეს” – თქვა ელისაშვილმა.