ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტში სხვა პარტიების გარეშეც შევა

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, თუკი ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწევს, სხვა ოპოზიციური პარტიების გადწყვეტილების მიუხედავად პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს.

„არც მაგის მომერიდება, ხომ სულ ასე სვამენ საკითხს. შესვლა არ შესვლაზე კი არაა, 100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, პარლამენტში შესვლა რომ მეხალისებოდეს და მიხაროდეს. 43 წლის ვხდები და არ ვყოფილვარ აქამდე დეპუტატი და როგორღაც მიცხოვრია, შესვლა არ შესვლაზე კი არაა, ფასს გააჩნია რა ფასად შევალთ ჩვენ იქ. ამაზეა ლაპარაკი. რუსებს რომ აქვთ ანდაზა ყველა თავისი გახრწნილობის მიხედვით საზღვრავს ადამიანებსო, ყველას ჰგონია, რომ არიქა ისე გვეხარბება მე და ლევან იოსელიანს ის მანდატები ერთი სული გვაქვს შევვარდეთ იქ“, – თქვა ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის შევა პარლამენტში სხვა პარტიების პოზიცის მიუხედავად, ელისაშვილი ამბობს, რომ „არც მაგის შეეშინდება“.

„არც მაგის შეგვშინდება თუ ეგრე იქნება, არც მაგას გამოვრიცხავ [სხვა პარტიების გარეშე შესვლას]. იქ შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი, რომელიც ელჩებთან არის და რომელიც დაპაუზდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.