ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნო. ელისაშვილის განცხადებით, ის ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამჟამად კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.
„პოლიციელი გახლავთ ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ის არის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ აი, ეს ზაქრო ჩოხელი იყო ერთ-ერთი, ვინც კადრებში ჩანს, როგორ მირტყამს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული სინამდვილეში და ამ მასალას კი მივაწვდით სტრუქტურას, მაგრამ არაფერი იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს რამე ბრალს წარუდგენენ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს სამართალდამცველები 17-18 აპრილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ელისაშვილის თქმით, მას პოლიციელები კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ. მისი თქმით, მითითება ვაჟა სირაძემ გასცა. „ეს შეათრიეთო, დააკავეთო და თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი პოლიციელების წიხლქვეშ, კორდონში შემათრიეს და ვისაც არ ეზარებოდა, მირტყამდა ყველა, ერთადერთი სამხედროს ბათინკებს ვხედავდი და დარტყმებს ვგრძნობდი”, – ამბობდა ელისაშვილი ცემის შემდეგ „პუბლიკასთან”.