საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გაემგზავრება, მოსკოვიდან კი სამშაბათს უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ინფორმაცია ფრანგულ მედიას დაუდასტურა.
უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის მზარდი საფრთხის გამო, მაკრონი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. ოთხშ,ბათს კი განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა მოსკოვსა და კიევში ვიზიტს იმ იმედით, რომ სამხედრო დაპირისპირებას ავიცილებთ თავიდან და უთანხმოება დიმპლომატიური გზით გადაწყდება.
ემანუელ მაკრონის მსგავსად ახლო მომავალში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. თუმცა, სავარაუდოდ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები პუტინს ცალ-ცალკე შეხვდებიან.