EMC ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ შეტანილ განაცხადზე მთავრობის მოსაზრებებს აფასებს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ შეტანილ განაცხადზე მთავრობის მოსაზრებებს აფასებს. თემირლან მაჩალიკაშვილის  საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული.

EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები: თემირლან მაჩალიკაშვილის მამა – ვახა მაჩალიკაშვილი, დედა – მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და – ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია – ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

„ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების აშკარად არაეფექტიანი ხასიათისა და საბოლოოდ, 2020 წლის იანვარში საქმეზე გამოძიების თვითნებური შეწყვეტის პირობებში, ევროპული სასამართლო რჩება ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ დარღეული უფლების აღდგენის რეალური პოტენციალი აქვს. უფლების აღდგენის (restitution integrum) ყველაზე ეფექტიანი საშუალება კი საქართველოს მთავრობისთვის ეროვნულ დონზე საქმის ხელახალი გახსნის  დავალდებულება იქნება, რაც საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების  ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას გულისხმოვს. სწორედ ეს არის მაჩალიკაშვილების ოჯახის ცენტრალური ინტერესი და მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

სრულად ინფორმაცია, იხილეთ ბმულზე.