ემსახურება მოსახლეობის დაბნევას და 20 ივნისის აქციის მუხტის დაგდებას - ჯაფარიძე 16 ივნისზე

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 16 ივნისს აქციის გამართვაზე პრეზიდენტის ინიციატივა მოსახლეობის დაბნევას და 20 ივნისის აქციის მუხტის დაგდებას ემსახურება.

„16-ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ 20 ივნისი არის თარიღი რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში!“, – წერს ჯაფარიძე.

16 ივნისს აქციას შეუერთდება „ლელო“ და „სირცხვილია“. „სირცხვილიამ“ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციაზე მიიწვია.