ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი და პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოდარ ნათაძე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი) იყო.
ის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990) წევრი და 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.