თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 342;
- თბილისი – 277;
- იმერეთი – 198;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22;
- გურია – 11;
- შიდა ქართლი -12;
- ქვემო ქართლი – 3;
- მცხეთა-მთიანეთი – 10;
- კახეთი – 7;
- სამცხე-ჯავახეთი – 3;
- რაჭა-ლეჩხუმი – 2.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 7714 აქტიური ინფიცირებულიდან 70-ზე მეტი კრიტიკულად მძიმეა.
მან ასევე გარდაცვლილების შესახებ განაცხადა, რომ 5 გარდაიცვალა თბილისში, ბათუმში – 3, იმერეთში 2, გორში კი 1.
„ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება ძალიან მნიშვნეოვანია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ერთდროულად შეხვედრისგან, არ დაამძიმებს კოვიდინფექციას, თუმცა პირველი მაინც ეს რეგულაციებია, ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ენდელაძემ.
დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი. გარდაიცვალა კიდევ 11 პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 15327;
- აქდან გამოჯანმრთელდა – 7613
- გარდაიცვალა – 124;
- კარანტინის რეჟიმში – 5721;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირი – 1090;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.