ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველია - პრეზიდენტი სვანეთში სიტყვით გამოსვლისას

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სვანეთში ენერგორესურსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ენერგორესურსებით დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული და მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

„სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით. ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად  სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის“, – თქვა მან.