„ენმ“ და „ევროპული საქართველო“ ტერორისტულ აქტზე არიან წამსვლელები - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ტერორისტულ აქტებზეც წამსვლელია“.

ასე გამოეხმაურა ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გამორიცხული არაა, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ.

„მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს – „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო”, გავრილოვი – ვინაიდან, დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, თუნდაც, გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს… არაფერს გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე” –  განაცხადა გია ვოლსკიმ.