„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ასევე არ შევა პარლამენტში. გადაწყვეტილება ბრიფინგზე ნიკა მელიამ გამოაცხადა.
„არ შევალთ იქ, სადაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი. არავის იქ არ გვესაქმება არაფერი.
ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პეროდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საპარლამენტო მანდატებზე ასევე უარს ამბობს: „ევროპული საქართველო”, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“. ალეკო ელისაშვილის, „სტრატეგია აღმაშენებლის” საბოლოო პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.