ენმ: გამარჯვებისთანავე ოზურგეთში ყველაზე დიდ აეროპორტს ავაშენებთ დასავლეთ საქართველოში

პუბლიკა

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს დასავლეთ საქართველოში. მისი თქმით, ეს იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს.

„ჩვენს მოქალაქეებს კი აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას“,  – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთიდან მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი ბოლო 5 წელში ქვეყნიდან წავიდა.

„ოზურგეთში მოსახლეობის 50 პროცენტს არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან და ხუთი წლის განმავლობაში და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰპარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები”, – თქვა ხაბეიშვილმა.