ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს პირდაპირი ეთერის დროს თავს დაესხნენ

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. პირდაპირი ჩართვის დროს კარგად ჩანს თავდამსხმელი და ჩაწერილია რამდენიმეწუთიანი დაპირისპირება.