ენმ-ის ბათუმის საკრებულოს დეპუტატები პროტესტის ნიშნად სხდომებს არ დაესწრებიან

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან.

ამის შესახებ მათ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ უერთდებიან ბოიკოტს და მუშაობას საკრებულოში წყვეტენ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ იქნება დაცული.

ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება „მიზანმიმართულად კლავს და ამ ფონზე აბსურდულად მიიჩნევენ  „ოცნების” დეპუტატების გვერდით ჯდომას.

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატები აქციებსაც აანონსებენ.

გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვეს პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა.