ენმ-ის მხარდაჭერები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მივიდნენ

პუბლიკა

„თავისუფლებისთვის“, – ამ ლოზუნგით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები  ავტოკოლონებით, მხარდასაჭერი მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე მივიდნენ, სადაც სასჯელს იხდის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

მანამდე, აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყვნენ მისული, სადაც სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი უფლებაც თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს. თუმცა, ამის მიუხედავად, აქტივისტებმა მოახერხეს და სტიკერები ასფალტზე გააკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ყველაფრის მმართველი ბიძინა ივანიშვილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისი რეჟიმის მცველებად არიან გადაქცეული.