ენმ-ის ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში ჯამში 3 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შსს-მ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გუშინ კიდევ 2 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.