ენმ-ის პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“  პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. სია ცესკოში ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ წარადგინა. მან საზოგადოებას სიის ათეული გააცნო.

  1. ბუბა კიკაბიძე
  2. გრიგოლ ვაშაძე
  3. ნიკა მელია
  4. ხატია დეკანოიძე
  5. კობა ნაყოფია
  6. დევი ჭანკოტაძე
  7. ლევან ვარშალომიძე
  8. სალომე სამადაშვილი
  9. ზალიკო უდუმაშვილი
  10. ხათუნა სამნიძე

„ეს არის მართლაც გამარჯვების ფორმულა. ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის სიმბოლო და სწორად ამიტომ ის არის სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების” დამარცხება ამ არჩევნებში გარდაუვალია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.